პროექტი ,,მინდა მეტი ვიცოდე''
შესაბამისობა გაკვეთილის თემასთან: ,,როგორ ჩნდება წვიმა?’’(გვ.48-49)
ხმელეთი და წყალი
დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. ხმელეთს დედამიწის უფრო მცირე ნაწილი უჭირავს.
დედამიწის წყლის უდიდეს სივრცეს ოკეანეს უწოდებენ. დედამიწაზე ოთხი ოკეანეა.ზოგან ოკეანის ნაწილი ხმელეთშია შეჭრილი ან ოკეანიდან ხმელეთით გამოიყოფა. ოკეანის ამ ნაწილს ზღვა ჰქვია.
ზღვები ოკეანეებზე გაცილებთ ბევრია.
შეამოწმე შენი ცოდნა:
1. რით არის დაფარული დედამიწის უდიდესი ნაწილი?
2. რას ეწოდება ოკეანე?
3. რას ეწოდება ზღვა?
გახსოვდეს! დედამიწის უმეტესი ნაწილი წყლით არის დაფარული. დედამიწაზე ოთხი ოკეანეა.
ჩაწერე რვეულში:
ოკეანე,
წყალი
თქვენ უკვე იცით, რომ დედამიწის უდიდესი ნაწილი დაფარულია წყლით - ოკეანეებით, ზღვებით. გარდა ამისა, დედამიწაზე ბევრი ტბა და მდინარეა. დედამიწაზე წყალი ყველგანაა: ხმელეთის ზედაპირზე, მიწის ქვეშ, ჰაერში, ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანს, ცხოველს და მცენარეს სიცოცხლისათვის აუცილებლად სჭირდება წყალი. უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია.
წყალი გამჭირვალე სითხეა. მას არა აქვს ფერი, გემო, სუნი. ბუნებაში იგი სხვადასხვა სახით გვხვდება. თუ წყაკლს ავადუღებთ, ორთქლად იქცევა, სიცივეში კი გაიყინება.
წყალი
ორთქლი
ყინული