ნათია გვილია
ზუგდიდის N#4 საჯარო სკოლა          ნათია გვილია
  • მასწავლებლის პორტფოლიო
  • აქ საინტერესოა
  • ქართული ენა
  • მათემატიკა
  • ბუნება
  • ტესტების პასუხები
  • ჩემს შესახებ

    პროექტი ,,მინდა მეტი ვიცოდე''

Изображение

 შესაბამისობა გაკვეთილის თემასთან: ,,როგორ ჩნდება წვიმა?’’(გვ.48-49)

Изображение

                              ხმელეთი და წყალი

 დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. ხმელეთს დედამიწის უფრო მცირე ნაწილი უჭირავს.

  დედამიწის წყლის უდიდეს სივრცეს ოკეანეს უწოდებენ. დედამიწაზე ოთხი ოკეანეა.ზოგან ოკეანის ნაწილი ხმელეთშია შეჭრილი ან ოკეანიდან ხმელეთით გამოიყოფა. ოკეანის ამ ნაწილს ზღვა ჰქვია.

   ზღვები ოკეანეებზე გაცილებთ ბევრია.

 

                            შეამოწმე შენი ცოდნა:

    1. რით არის დაფარული დედამიწის უდიდესი ნაწილი?

    2. რას ეწოდება ოკეანე?

    3. რას ეწოდება ზღვა?          

 

         გახსოვდეს! დედამიწის უმეტესი ნაწილი წყლით არის დაფარული. დედამიწაზე ოთხი ოკეანეა.

                    

                           ჩაწერე რვეულში:

                                 ოკეანე,

                               

                                  წყალი                                                                               

  თქვენ უკვე იცით, რომ დედამიწის უდიდესი ნაწილი დაფარულია წყლით - ოკეანეებით, ზღვებით. გარდა ამისა, დედამიწაზე ბევრი ტბა და მდინარეა. დედამიწაზე წყალი ყველგანაა: ხმელეთის ზედაპირზე, მიწის ქვეშ, ჰაერში, ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანს, ცხოველს და მცენარეს სიცოცხლისათვის აუცილებლად სჭირდება წყალი. უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია.

  წყალი გამჭირვალე სითხეა. მას არა აქვს ფერი, გემო, სუნი. ბუნებაში იგი სხვადასხვა სახით გვხვდება. თუ წყაკლს ავადუღებთ, ორთქლად იქცევა, სიცივეში კი გაიყინება.


                                        

Изображение
   


                                  წყალი

                                                          

Изображение
                      
    


       ორთქლი

                               

Изображение
        ყინული

ოკეანეებისა და ზღვების წყალი სასმელად არ გამოიყენება, რადგან მას მომწარო, მლაშე გემო აქვს.

  ზოგიერთ წყალს აქვს სამკურნალო თვისებები, სუნი, გემო და ფერი, რასაც მასში გახსნილი მარილები აძლევენ. ასეთ წყალს მინერალური წყალი ეწოდება. მას სამკურნალოდ იყენებენ: სვამენ და აბაზანებსაც იკეთებენ. მინერალური წყლებით განთქმულია ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და სხვ.

 

პრაქტიკული სამუშაო:

  ცდა 1. სუფთა წყლით სავსე ჭიქაში ჩავდოთ პატარა ჯოხი. დავაკვირდეთ, ჩანს თუარა იგი. ასეთივე ჯოხი ჩავდოთ რძიან ჭიქაში და დავაკვირდეთ, გამოჩნდება თუ არა იგი. წყლის რომელ თვისებას გავეცანით ამ ცდებით?

 

   ცდა 2. სასწორზე დავდგათ ცარიელი ჭიქა და ავწონოთ. შემდეგ იგი ავავსოთ წყლით და კვლავ ავწონოთ. წყლის რომელ თვისებას გაეცანით ამ ცდებით?

 

   ცდა 3. წყლით სავსე ჭიქაში ჩავყაოთ მარილი და მოვურიოთ. რა მოუვა მარილს? წყლით სავსე ჭიქაში ჩავყაროთ შაქარი და მოვურიოთ. რა მოუვა შაქარს? წყლის რომელ თვისებას გაეცანით ამ ცდებით?

 

   ცდა 4. წყლით სავსე ჭიქაში ჩაყაოთ დაფხვნილი ცარი ან თიხა. მოვურიოთ. რა შეამჩნიეთ?

                წყლის რომელ თვისებას გაეცანით ამ ცდებით?


 

   ცდა 5. მღვრიე, ჭუჭყიანი წყალი შეიძლება გაიწმინდოს. ამისთვის იგი უნდა გატარდეს სპეციალურ ფილტრში. გავაკეთოტ ფილტრი სპეციალური ქაღალდისაგან. გავატაროთ ფილტრში ჭუჭყიანი წყალი. ავხსნათ, რატომ იწმინდება წყალი.

 

  შევამოწმოთ წყლის ყველა თვისება მოცემულ პასუხში.

               პრაქტიკული სამუშაოს პასუხები:

         1.წყალი გამჭირვალეა.

         2. წყალს აქვს წონა.

         3. წყალში მარილი და შაქარი გაიხსნა. ე. ი. წყალი 
       გამხსნელია.

          4. წყალში ყველა ნივთიერება არ იხსნება.

          5. წყალში გაუხსნელი ნივთიერებები ფილტრზე 
           რჩება, თვითონ კი ფილტრსი გადის.

 

                   დაფიქრდი და უპასუხე:


  1. რა განსხვავებაა ჩვეულებრივ სასმელ წყალსა და სამკურნალო მინერალურ წყალს შორის?

  2. შენ იცი, რომ წყალი გამხსნელია. როგორ იყენებს დედა ან ბებია წყლის ამ თვისებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

  3. როგორ იყენებს შენი ქალაქის (სოფლის) მახლობელ მდინარეს ან ტბას?

 

                      შეამოწმე შენი ცოდნა:

    1. რატომ არის წყალი დედამიწის ერთ-ერთი  
  მნიშვნელოვანი სიმდიდრე?

   2. წყლის რომელ თვისებებს გაეცანი?

   3. როგორ გავწმინდოთ ჭუჭყიანი წყალი?

 
  გახსოვდეს! წყალი არის გამჭირვალე, უფერო, უგემო და უსუნო სითხე. წყალი გამხსნელია, მაგრამ მასში ყველა ნივთიერება როდი იხსნება. წყლის გაწმენდა შეიძლება ფილტრის საშუალებით.

                                                        

                            ჩაწერე რვეულში:

                           მინერალური წყალი,

                                ფილტრი,

                               გამხსნელი.

 

                          წყლის მოგზაურობა
  ბუნებაში წყალი მუდმივად მოძრაობს.

  ჩავატაროთ ცდა: მინის ჭურჭელში ჩავასხათ წყალი და ქვემოდან გავათბოთ სპირტქურის ალით. მინის ჭურჭლის ზემოთ მოვათავსოთ ყინულით სავსე თეფში. შევამჩნევთ, რომ თეფშის ქვედა მხარე დაორთქლდება და წყლის წვეთები ძირს დაეცემა.


  როგორ ავხსნათ ეს მოვლენა?

 გამთბარი წყალი სწრაფად  აორთქლდა. უხილავი წყლის ორთქლი მაღლა ავიდა, ცივ საგანს შეეხო და კვლავ წყლის წქვეთებად იქცა. წყლის წვეთები გაიზარდა, თეფსის ძირს მოსწყდა და ქვემოთ ჩამოვარდა. ასე იმოგზაურა წყალმა. წყლის ასეთ მოგზაურობას წყლის ბრუნვა ჰქვია.


Изображение

წყლის ბრუნვა ბუნებაშიც ხდება: მზე მცხუნვარე სხივებით ათბობს ოკეანეს, ძღვისა და მდინარეების წყალს. მათი ზედაპირიდან გამთბარი წყალი ორთქლდება და ცაში ადის. მაღლა ცაში, ცივა. ორთქლად გადაქცეული წყალი ცივდება და ღრუბლად იქცევა. ღრუბლები მსუბუქია, ამიტომ ქარს ისინი დიდ მანძილზე ისინი ადვილად გადააქვს. ღრუბლებიდან წყალი, წვიმის ან თოვცლის სახით, კვლავ დედამიწას უბრუნდება.

  ასეთია წყლის თავგადასავალი: ზღვებიდან და მდინარეებიდან - ღრუბლებში, ღრუბლებიდან - მიწაზე, მიწიდან - კვლავ ზღვებსა და მდინარეეში. ყველაფერ ამას კი განაგებს მზე, მისი სითბიო.

                                    წვიმა


          ცაზე დიდი ღრუბელია                        ზღვიდან ზიდავს,

          და გემივით დაცურავს.                       ქარი ცაზე აქუჩებს,

          შიგ წყალია,                                         პირს მოხსნისბ და

          ველ-მინდვრებზე                                 ერთად მორწყავს:

          შხაპაშხუპით დაცურავს.                      ყანებს,

           მზე ამ ღრუბელს                                 ბაღებს და ქუჩებს.

                                                                                გიორგი წერეთელი                               

                           დაფიქრდი და უპასუხე:       წვიმის შემდეგ წარმოქმნილი გუბე ზაფხულში უფრო სწრაფად შრება,      თუ შემოდგომაზე? რატომ?

                                              შეამოწმე შენი ცოდნა:

                                    1. რა სახით არსებობს წყალი ბუნებაში?

                                    2. როგორ ჩნდება ორთქლი?

                                     3. როგორ ჩნდება წყლის ბრუნვა ბუნებაში?

 

       გახსოვდეს! წყალი მუდმივად ბრუნავს: იგი დედამიწის ზედაპირიდან ორთქლდება, ღრუბლებს წარმოქმნის და კვლავ დედამიწაზე ბრუნდება წვიმის ან თოვლის სახით.                                                      

                                              ჩაწერე რვეულში:

                                                   აორთქლება,

                                                   წყლის ბრუნვა.

                                        წყლის დაბინძურება  
 ადამიანს ძალიან ბევრი წყალი სჭირდება. იგი წყალს იყენებს სასმელად, გასარეცხად, საბანაოდ. ბევრ წყალს მოიხმარენ ქარხნები და ფაბრიკები. ყველამ იცის, რომ წიგნებსა და რომ წიგნებსა და რვეულებისათვის საჭიროა ქაღალდი.მაგრამ ყველმ არ იცის, ქაღალდის მისაღებად წყალიც საჭიროა.

  თქვენ უკვე იცით, რომ ოკეანეებისა და ზვების წყალი მლაშეა, რომელიც სასმელად არ გამოიყენება. ადამიანისთვის აუცილებელი სამელი წყალი კი დედამიწაზე არცთუ ისე ბევრია. გარდა ამისა, სუფთა წყლის რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ამაში თვით ადამიანები არიან დამნაშავე. ქალაქებსა და სოფლებში დაგროვილი ნაგავი და საკანალიზაციო წყლები ზშირად მდინარეში ან ტბაში ხვდება, წყალს აბინძურებს და წამლავს.

  წყლის დაბინძურების გამო მდინარეებსა და ტბებში მრავალი მცენარე და ცხოველი იღუპება. დაბინურებული წყალი მავნებელია ადამიანის ჯამთელობისთვის.
  ყოველმა ადამიანმა უნდა დაიცვას წყალი დაბინძურებისაგან.


Изображение
Изображение
Изображение

                       ნუ დახარჯავთ წყალს ფუჭად! 
  ბავშვებო, წარმოიდგინეთ წყლით სავსე უზარმაზარი კასრი. დაახლოებით ამდენი წყალი დაიღვარა ფუჭად, თუ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ონკანს ოდნავ მოშვებულს დატოვებთ.
  თ სეამჩნევთ, რომ ონკანიდან წყალი უსარგებლოდ იღვრება, აუცილებლად უნდა დაკეტოთ. ხშირად ჩვენ არ ვუფრთხილდებით წყალს და ფუჭად ვღვრით. მაგალითად, შენ, ჩემო პატარავ, როდესაც ხელ-პირს იბან, ზოგჯერ წყლის ძლიერ ნაკადს უშვებ და ბევრ წყალს ღვრი. თუ ონკანს ოდნავ გადაკეტავ და წყლის ნაკადს შეამცირებ, ხელ-პირს ხომ მაინც მშვენივრად დაიბან? ამით კი წყალს ნაკლებს მოიხმარ და ფუჭად არ დაღვრი.
  დაიმახსოვრე, რომ ჩვეულებრივი სყფთა წყალი ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერაფერი შეედრება.

                                                   მაინც დანაშაულია   
                                                   
                                         ონკანიდან წყალი მოდის, 

                                         ატალახდა ჩვენი ეზო...      

                                         სუყველაფერს ხედავს ლია,

                                         სუყველაფერს ხედავს რეზო.

                                         ორივენი ღია ონკანს

                                          აუვლიან, ჩაუვლიან...

                                           ხომ არაფერს აშავებენ,

                                           მაინც დანაშაულია!

                                                                            (ა. გურგენიძე)

            დაფიქრდი და უპასუხე:       
    1. რატომ იყო დანაშაული ლიასა და რეზოს საქციელი?

         შენ როგორ მოიქცეოდი? 



                              

 























   შესაბამისობა გაკვეთილის თემასთან: ,,რისთვის გვჭირდება ჰაერი?  (გვ.50 და 51,)


                   ჰაერი – დედამიწის გამჭვირვალე საბანი

  დედამიწას, საბნის მსგავსად, ირგვლივ ჰაერი აკრავს. იგი უფერო, უსუნო და გამჭირვალეა. ჰაერი სუნთქვისათვის სჭირდება ყველა ცოცხალ არსებას. ჰაერის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ჰაერში არის სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადი. ცოცხალი არსებანი ჩაისუნთქავენ ჟანგბადს და ამოისუნთქავენ ნახშირორჟანგს. ამგვარად, ჰაერში ჟანგბადთან ერთად არის ნახშირორჟანგიც.

  ჰაერი არის წყალში. ამიტომაა, რომ მრავალი თევზი და მცენარე ლაღად გრძნობს თავს მდინარეში, ტბასა ზღვაში.
  დედამიწის გარშემო ჰაერის სქელი ფენა, რომ არ ყოფილიყო, მზის მხურვალე სხივები გადაწვავდა დედამიწას.
  როგორც ვთქვით ჰაერი ყველგანაა, მაგრამ ვერ ვხედავთ. თუ სწრაფად მიმავალი მატარებლიდან ან მანქანიდან ხელს გამოვყოფოთ, აშკარათ ვგრძნობთ წინააღმდეგობას. ეს ჰაერია. მას ,,დავინახავთ'', თუ ასეთ ცდებს ჩავატარებთ.
  1. წყლით სავსე ჭურჭელსი ჩავდოთ ჰაერით გაბერილი ბუშტი, შემდეგ ხელი დავაჭიროთ, რომ არ იტივტოვოს და ბუშტიდან ჰაერი გამოვუშვათ. რა მოხდება?
  2. გავბეროთ ბუშტი, თავი შევუკრათ და ხელი ოდნავ ავკრათ. რა მოხდება? რატომ დაიწყო ბუშტმა ფრენა?
  პირველი ცდით ვნახეთ, რომ წყალში ბუშტუკები გაჩნდა. ეს ბუშტიდან გამოსული ჰაერია. იგი უფერო და გამჭირვალეა. 
  მეორე ცდით კი დავრწმუნდეთ, რომ თბილი ჰაერი მსუბუქია და (ამონასუნთქი ჰაერი თბილია) ამიტომ იწყებს ბუშტები ფრენას.
  უკვე ვიცით, რომ უმზეოდ და უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია. უჰაეროდ? – სიცოცხლე არც უჰაეროდ შეიძლება.

Изображение

    მოიფიქრე
  

  – რატომ ვერ ვხედავთ ჰაერს?
  – სეიძლება თუ არა მოვახერხოთ მისი დანახვა? როგორ?
  – როგორი თვისებები აქვს ჰაერს?
  – რატომ არ შეიძლება უჰაეროდ სიცოცხლე?

  დავალება:

  რვეულში შექმენი ასოციაციური ჯაჭვი ჰაერის თვისებებზე.



                        დავიცვათ ცხოველები
  ცხოველებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ბუნებისა და ადამიანის ცხოვრებაში: მცენარეებს გავრცელებაში ეხმარებიან, ადამიანს აძლევენ კვების პროდუქტებს, ტყავსა და ბეწვს, ალამაზებენ ბუნებას.

  ადამიანები ჩეხავენ ტყეებს, აჭუჭყიანებენ მდინარეებსა და ტბებს, რითაც მრავალ ცხოველს საფრთხეში აგდებენ. ადამიანის სამეურნეო საქმიანობისა და ნადირობის შედეგად, ზოგიერთ ცხოველი სამედამოდ ამოწყდა, ზოლო ზოგიერთის რიცხვთა მნიშვნელოვნად შემცირდა. ასე, მაგალითად, ზალზე იკლო ირემის, ჯიხვის, არჩვისა და ფოცხვერის საერთო რაოდენობამ. გადასენება ემუქრება დათვსაც.
  გადაშენების პირას არიან მისული ისეთი ფრინველები, როგორებიც არიან მთის არწივი, სისინა (წითელნისკარტა) გედი, წითელმუცელა ბოლოცხლა, გნოლი. მიუვალ ადგილებში შემორჩნენ თეთრკუდა არწივი და წითელთავა ნარჩიტა. ქვეწარმავლებიდან – დასავლური მიხრჩობელა, კავკასიური გველგესლა, ხმელთაშუა ზღვის კუ.
  ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია იშვიათ ცხოველებზე ნადირობა, შეზღუდულია თევზჭერაც. ცხოველების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები. იშვიათი ცხოველების დაცვაში გარკვეულ როლს ასრულებენ ზოოპარკები.

 

          

გახსოვდეს! 1. ნუ მიეკარები ფრინველების ბუდეს, რადგან ფრინველებმა შეიძლება საერთოდ მიატოვონ იგი.
  2. გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ნუ წაიყვან ტყეში ძალღლს, რადგან მან შეიძლება დაიჭიროს ფრენას მიუჩვეველი ბარტყები და ცხოველთა უმწეო ნაშიერები.
  3. ნუ დაიჭერ და ნუ წაიყვან შინ ბარტყებს და საერთოდ, პატარა ცხოველებს.
  4. ზამთარში გამოკვებე ფრინველები, გაზაფხულზე კი უფროსებს დაეხმარეთ მათთვის პატარა სახლები – საკვებურები – დაამზადონ.

Powered by Create your own unique website with customizable templates.