პატარას რომ კითხვის სწავლაში დავეხმაროთ, ამისათვის სამი მთავარი რამის სწავლებაა საჭირო. ესენია: სინტაქსი, სემანტიკა და ფონეტიკა.
სინტაქსი არის სიტყვების, ფრაზებისა და სიტყვათშეთანხმებების ერთობლიობა, რომელიც ქმნის წინადადებებსა და პარაგრაფებს. სემანტიკა გულისხმობს სიტყვებისა და წინადადებების ერთმანეთთან მიმართებას. ფონეტიკა კი ეხება ბგერების ხმოვანებას და ნაწერ და წარმოთქმულ სიტყვებს შორის კავშირს.
როცა სკოლამდელი პატარა იწყებს კითხვის სწავლას, მას უნდა დავეხმაროთ სწორედ ამ სფეროების ათვისებაში. ბავშვების უმეტესობას უკეთ ესმის სინტაქსი და სემანტიკა, ვიდრე ფონეტიკა. საუკეთესო დახმარება იქნება პატარასთვის თუ მას ყოველდღე ექნება წიგნთან და კითხვასთან შეხება და არა მხოლოდ ძილისწინ.
ბავშვი, რომელიც იგებს სინტაქსს, წერასაც მალე სწავლობს. სიტაქსის გაგება იწყება წიგნის სტრუქტურის, მასში სიტყვებისა და წინადადებების გააზრებით. მაგალითად, როცა ჩვენი პატარა ჩვილი იყო, ის წიგნს ისროდა დაბლა, ან პირში იდებდა, ან თამაშობდა. ახლადფეხადგმულ ბავშვს კი უკვე ესმის, რომ წიგნს აქვს წინა და უკანა მხარე, რომ წიგნში ფურცლები უნდა გადაშალო და მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხო. როცა ბავშვი გაიაზრებს წიგნის სტრუქტურას, ის გაიგებს რა არის მის შიგნით: სიტყვები, წინადადებები, თავები და პარაგრაფები. როგორც კი ბავშვი ახალ წიგნს აიღებს ხელში, ის დაიწყებს კითხვას ნელა, მიხვდება სად უნდა გააკეთოს პაუზა წინადადებაში და პუნქტუაციასაც მიაქცევს ყურადღებას.
იმისათვის, რომ პატარა მკითხველს სინტაქსი ვასწავლოთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
წიგნი წავუკითხოთ ხმამაღლა, რიტმულად. ამისთვის საბავშვო ლექსების წიგნი გამოგვადგება. კითხვის დროს თითი გავაყოლოთ ტექსტს. ეს ბავშვს აჩვენებს, როგორ ვითარდება წინადადება, რომ როცა გავჩერდებით ეს ნიშნავს პაუზას მოთხრობის სიუჟეტში.
დავწეროთ ტექსტი ბავშვთან ერთად. ყურადღება გავამახვილოთ ტექსტის ყოველ ნაწილზე: შესავალზე, წინადადებებზე, პარაგრაფებსა და დასასრულზე.
სემანტიკის სწავლა დაეხმარება ბავშვს სიტყვების გამოცნობასა და განსაზღვრაში, მოთხრობის სიუჟეტის, ხასიათების გაგებაში, წიგნის რომელიმე თავის განხილვასა და, რაც მთავარია, წიგნის წაკითხვის შემდეგ მასზე მსჯელობაში. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი შეძლებს სიტყვების შეცვლას, სიტყვების მარაგი გაუმდიდრდება. ასევე ერთიდაიგივე მნიშვნელობის სიტყვების დიფერენცირებას მოახერხებს. მაგალითად „ჭიქა“ და „ფინჯანი“.
აქვე რამდენიმე ხერხს გთავაზობთ ნორჩი მკითხველის სემანტიკური ჩვევების განვითარებისთვის:
წავუკითხოთ წიგნები სადაც საინტერესო ამბავია მოთხრობილი. ამისთვის კი ზღაპრებია საუკეთესო.
ვესაუბროთ წიგნის შესახებ, ისე, თითქოს ვკითხულობთ. მერე კი ვკითხოთ პატარას გამოიცნოს მოთხრობის დასასრული.
როცა ბავშვი იწყებს ხმამაღლა კითხვის სწავლას, ნუ შევაწყვეტინებთ წინადადებაის კითხვას, როცა რთული უცხო სიტყვა შეხვდება. თუ ბავშვი შეჩერდება, დავეხმაროთ და ჩვენ წარმოვთქვათ ეს სიტყვა, ავუხსნათ მისი მნიშვნელობა და გავაგრძელოთ კითხვა. ეს დაეხმარება წინადადების გააზრებასა დ,ა შესაბაბმისად, მთელი წიგნის გაგებაში. სხვა დროს კი იმ რთულ სიტყვას კიდევ მივუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ავუხნათ.
ფონეტიკა კითხვის პროცესის მექანიკური ნაწილია. ის საშუალებას გვაძლევს წარმოვთვათ სიტყვები. წავუკითხოთ ბავშვს რითმული ტექსტები, ნანინები.
გამოვიყენოთ ანბანის წიგნები, რომ განვიხილოთ სიტყვები.
ჩამოვწეროთ ოჯახის წევრების და მეგობრების სახელები და წარმოვთქვათ ხმამაღლა. მერე კი დავაჯგუფოთ სახელები პირველი ასოს მიხედვით.
ბავშვმა თვითონ წაგვიკითხოს. როცა შეხვდება ახალი რთული სიტყვა, ჩვენ გამოვთქვათ და განვუმარტოთ ის. მერე კი პატარამ თავიდან წაიკითხოს წინადადება. ბგერები და სიტყვები წარმოვთავქათ სწორად როცა ბავშვს ვასწავლით კითხვას.
რაც მთავარია, ყოველი პრობლემის დროს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ისე დავეხმაროთ პატარას.
ავტორი: ირენ მახარაძე
2010 ივნისი
ვასწავლოთ ბავშვს ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა
4 წლის პატარას წყნარად გაჩერება სანამ ტანსაცმელს ჩავაცმევ, ადვილი საქმე არ გეგონოთ. იმიტომ, რომ მოუსვენარი და ფაციფუცაა, სულ თამაში უნდა,შარვლის ჩაცმის დროსაც კი ერთობა, ცალ ტოტში უყრის ორთავე ფეხს და იცინის. შამფურივით ტრიალებს. მერე მუჭებს მაგრად შეკრავს, ხელებსგანზე გაჭიმავს და მიდი, აბა ჩააცვი მაისური. ერთი სიტყვით, ყოველდღე ტანსაცმლის ჩაცმის პროცესი ნამდვილი თავგადასავალია ჩვენთვის... მინდა მალე ისწავლოს თვითონ ჩაცმა!
მეუბნებიან, ბავშვისთვის დამოუკიდებლად ჩაცმის სწავლება რთული სულაც არ არისო. მეგობრები მარწმუნებენ, რომ საკმარისია რამდენიმე„გაკვეთილი“. თან ეს მშვენიერი შესაძლებლობა ყოფილა მოტორიკის გასავითარებლად, ბავშვი სწავლობს ფერების შეხამებას, თბილი და საზაფხულო ტანისამოსის გარჩევას და, რაც მთავარია, დამოუკიდებლობას და კრეატიულობასაც უვითარებს.
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ შეუძლებელია ბავშვს ერთ დღე შიასწავლო ტანსაცმლის ჩაცმა. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ ერთიდაიგივე მოქმედების რამდენჯერმე განმეორებით, ძალიან მალე შეიძლება ბავშვს შარვლის ჩაცმა და თასმების შეკვრა ვასწავლოთ.
პატარები ტანსაცმლის დამოუკიდებლად გახდას სწავლობენ 12 დან 18 თვემდე (ჩემი შვილი 1 წლის იყო, როცა ცდილობდა დამოუკიდებლად წინდების გახდას, ოღონდ რაღაცნაირად უკუღმა, და ამას ძალიან სასაცილოდ აკეთებდა); 18-დან 24 თვის ასაკში შეუძლიათ სრულიად დამოუკიდებლად ტანსაცმლის გახდა. შარვლის ჩაცმას2-დან - 2,5 წლის ასაკში სწავლობენ, ხოლო მაისურის და წინდების ჩაცმას 2,5-დან - 3წლამდე. მინიმალური დახმარებით შემოსვას ახერხებენ – 3-დან - 4 წლამდე.დამოუკიდებლად ჩაცმას, ღილების, ელვისა და ბალთის შეკვრას – 4-დან - 5 წლამდესწავლობენ. თასმების შეკვრას კი 5–დან - 7 წლამდე.
თუ ბავშვს დიდი დრო სჭირდება რაიმეს დასასწავლად, ნუ ინერვიულებთ. ეს ხომ პირობითი მონაცემებია. ის, კი რამდენად სწრაფად დაძლევს ჩვენი პატარა ამგვარ ამოცანებს, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მისი მოტორიკის განვითარებაზე და ნაწილობრივ პროცესით დაინტერესებაზეც.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რახან ბავშვმა ბევრჯერ ნახა როგორ აცმევდა დედატანსაცმელს, ერთ მშვენიერ დღეს შეგვიძლია უბრალოდ მივაწოდოთ შარვალი დაისიც დამოუკიდებლად ჩაიცმევს. ზოგჯერ ასეც ხდება. მაგრამ უფრო ხშირად საჭიროაერთხელ მაინც წინასწარ ავუხსნათ და ვაჩვენოთ როგორ უნდა ჩაიცვას ტანსაცმელიდა შედეგი ნამდვილად გაგვაოცებს. ვაჩვენოთ საკუთარი მაგალითი და დავეხმაროთბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმაში, თან კომენტარები არ დავიშუროთ : „შარვალს აქვსორი ტოტი, რომელშიც ფეხებს გაუყრი, მერე ქამარს შეიკრავ. სანამ შარვალს ჩაიცმევ, დარწმუნდი რომ ეტიკეტი უკან აქვს“ - მარტივად ავუხსნათ.
სწავლება დავიწყოთ იმ ტანსაცმლით, რომლის ჩაცმაც ადვილია. თავიდან ავირჩიოთთავისუფალი ტანსაცმელი ღილების, ელვის და ბალთების გარეშე. შარვალი და კაბარეზინით, ტანსაცმელი რომელის წინა და უკანა მხარეს ადვილად გაარჩევს ბავშვი.
ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტანსაცმლის ჩაცმის პროცესი მარტივი იყოს.თუ ბავშვის ტანსაცმელი მაღლა დევს კარადაში, პატარას გაუჭირდება მისი არჩევა.აჯობებს, ბავშვის ტანსაცმელი დავდოთ იქ, სადაც ადვილად მიწვდება. თუ ამისსაშუალება არ გვაქვს, მაშინ დავეხმაროთ აირჩიოს ის, რაც მოსწონს. აუცილებლადმივცეთ არჩევანის საშუალება.
როგორც კი დამოუკიდებლად ჩაცმას ისწავლის, ის დაიწყებს საკუთარი აზრისგამოხატვას იმის შესახებ, თუ რა უნდა ჩაიცვას. და ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა,თავიდან ზოგიერთი არჩევანი გაგვაოცებს (შორტები და ზოლიანი პერანგი), მაგრამ აქარაფერია საგანგაშო. უბრალოდ, ჩვენი შვილი სწავლობს დამოუკიდებლად ტანისამოსის შერჩევას – და არ უნდა შერცხვეს ამის. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტანსაცმელი საერთოდ არ შეეფერება სიტუაციას (მაგალითად, ძ ალიან გრილია,გარეთ კი ცივა), ნება მივცეთ პატარას ჩაიცვას ის, რაც მოსწონს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვისთვის დამოუკიდებლად ჩაცმა ადვილი საქმე არაა.შეიძლება მთელი მოტორიკა განვითარებული ქონდეს, ამ პროცესში რჩება უამრავიარც ისე ადვილი მომენტი. ნუ ავაჩქარებთ პატარას, განსაკუთრებით მაშინ, როცაპირველ ნაბიჯებს დგამს დამოუკიდებლობის გზაზე. მოთმინება გამოვიჩინოთ დადავეხმაროთ.
სხვადასხვა წინდა ჩაიცვა? მაისური უკუღმა გადაიცვა? არაუშავს, მაინც გავამხნევოთჩვენი პატარა და მოვუწონოთ საქციელი.
ავტორი: ნატა კიკნაძე
2010, დეკემბერი
ბავშვისსივრცეშიორიენტირება
სივრცეში ორიენტირება ნიშნავს საგნების ზომის,ფორმის,ერთმანეთთან დაშორების და ურთიერთმდებარეობის, ადამიანის სხეულის მიმართ მათი განლაგების შეფასებას.ბავშვს უნდა დავეხმაროთ სივრცული წარმოდგენების ათვისებაში, იმისთვის, რომშემდეგ სკოლაში არ გაუჭირდეს იმ საგნების სწავლა, რომლებსაც სივრცულიაზროვნება სჭირდება (გეომეტრია, ფიზიკა).
3-4 წლის პატარას უკვე შეუძლია ისწავლოს მარჯვენას და მარცხენას, წინ, უკან,ზევით, და ქვევით განსხვავება. ეს ყველაფერი კი შეგვიძლია მხიარულისავარჯიშოების დახმარებით . მაგალითად, ვთხოვოთ ბავშვს ზევითასწიოს მარჯვენა ხელი, მერე მარცხენა ფეხი; დახუჭოს მარჯვენა თვალი, მარჯვენახელით კი შეეხოს მარცხენა ყურს; შემობრუნდეს მარჯვნივ, მერე კი მარცხნივ.
4-5 წლის ბავშვებისთვის სასარგებლოა ასეთი თამაში: ბავშვი ზის ცენტრში, ოთხიმხრიდან დგას სკამები, რომელზეც სათამაშოებია დალაგებული. ჩვენ ვასახელებთსაგანს, ბავშვი კი ამბობს სად მდებარეობს ის. მერე სათამაშოებს ადგილს ვუცვლითდა განვაგრძობთ თამაშს.
5-6 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს საგნების ადგილმდებარეობის განსაზღვრა სხვასაგანთან მიმართებაში. მაგალითად დათუნია ჩვენგან მარჯვნივ, ბავშვისგან კიმარცხნივაა. ვკითხოთ პატარას: „სად არის დათუნია?“ - მისგან მარცხნივ,დედიკოსგან მარჯვნივ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვართ. თუადგილს შევიცვლით, პირიქით იქნება. ჩვევების გამომუშავებაში აქაც თამაშებიდაგვეხმარება.
ქუჩაში სეირნობის დროსაც შეგვიძლია ვავარჯიშოთ გონება. ვთხოვოთ ბავშვსდაფიქრდეს და გვითხრას რას ხედავს ირგვლივ. დავეხმაროთ მინიშნებებით - რასხედავს წინ, რა არის მარჯვნივ, მარცხნივ და ა.შ.
ოთახში დავმალოთ სათამაშო და ვთხოვოთ ბავშვს მოძებნოს ისე, რომყურადღებით მიყვეს ჩვენს მინიშნებებს (ძებნის მარშრუტი კი წინასწარმოვიფიქროთ): წინ იარე, მოუხვიე მარჯვნივ, ნაბიჯი წინ, ქვევით დაიხედე, მაგიდისქვეშ, თაროზე...
6 წლის ბავშვს ვასწავლოთ ქაღალდის ფურცელზე ორიენტირება. მაგიდაზედავდოთ სუფთა ფურცელი. პატარას ავუხსნათ, რომ ფურცელს აქვს მარჯვენა,მარცხენა, ზედა და ქვედა მხარე. აქვს შუაგული და კუთხები: ზედა მარჯვენა დამარცხენა, ქვედა - მარჯვენა და მარცხენა. მერე ფანქარი მივცეთ და ვთხოვოთ,სხვადასხვა ფერით აღნიშნოს ფურცლის გვერდები და კუთხეები.
შემდეგ ვასწავლოთ ქაღალდზე საგნის ადგილმდებარეობის დაფიქსირება.მაგალითად, წითელი წრე დახატოს ცენტრში, მწვანე სამკუთხედი ზედა მარჯვენაკუთხეში და ა.შ. ვავარჯიშოთ განსაზღვრულ სიბრტყეზე საგნის სივრცულიმდებარეობის განსაზღვრაში. ვთხოვოთ დახატოს სურათი, სადაც მართკუთხედიმდებარეობს წრის ზევით, კვადრატი წრის ქვევით, სამკუთხედი წრისგან მარჯვნივ .ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს ფიგურების განლაგება ნიმუშზე და დამოუკიდებლადგაიმეოროს იგივე თანმიმდევრობით.
ავტორი: ნატაკიკნაძე,2011 მარტი
ჩვენდაჩვენიშვილები
ჩვენ შვილებს უნდათ მუდამ გვერდით ჰყავდეთ დედა და მამა,ეთამაშონ,დაელაპარაკონ მათ.ბავშვებისთვის მნიშვნელოვანიაახალიშთაბეჭდილებებიგაუზიარონ ყველაზესაყვარელ დაახლობელ ადამიანებსდედამიწის ზურგზე.სულ პატარებსგანსაკუთრებით სჭირდებათ დედასთან სიახლოვე. დედას კი, რომელიც მუშაობს, ანსახლშია, მაგრამ მაინც სულ დაკავებულია, ყოველთვის საკმარისი დრო არ რჩებაშვილთან ურთიერთობისთვის. არადა, დედის ერთი ხელის შეხებაც კი ამშვიდებსბავშვს. ახლადფეხადგმულ პატარას, რომელიც განიცდის დედიკოსთან განშორებას,ან მოზარდს, რომელსაც სკოლაში აწყენინეს, – მათ ხომ დედასთან ერთი ჩახუტებაყველა დარდს და შფოთს დაავიწყებს.
წიგნის კითხვა მგონი დედების კლასიკური საქმეა და თან შვილთან დაახლოების საუკეთესო საშუალება. ვზივართ შვილის გვერდით და ვუკითხვავთ ზღაპარს.შეიძლება წავუკითხოთ ძილის წინ, ან დღის სხვა მონაკვეთში. ასე, თანდათან,კითხვა–კითხვით უყალიბდებათ ჩვენს შვილებს ლიტერატურული გემოვნება.
ღამის საუბრები ხომ დაახლოების საუკეთესო ხერხია. ძილისწინ, სანამ პატარადაიძინებს, მოვეფეროთ და ვკითხოთ როგორ გაატარა დღე, რა გაიგო ახალი დაუჩვეულო... და ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ, რა ტკბილია ასეთი სიახლოვეშვილთან, რომ ნელ–ნელა მთელი დღის საზრუნავი და სიმძიმე სადღაც შორსგადაინაცვლებს... თანაც ვეცადოთ, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ რასგვეტიკტიკება პატარა. მერე ცოტა ხნით პაუზა გავაკეთოთ, რომ ბავშვს ფიქრისსაშუალება მივცეთ, რომ იმ თემაზე დაიწყოს საუბარი, რაც მას აინტერესებს.
ჩვენი მეგობრების სახლში ბავშვებთან ერთად საოჯახო დისკოთეკის გამართვა ყველაზე საყვარელი გართობაა. ისინი ხშირად აწყობენ რეტრო–საღამოებს80-იანი წლების სტილში... და მათი 2 წლის გოგონაც ხალისით იღებს აქტიურმონაწილეობას, თან ცეკვის დროს სიცილისგან იგუდება. რა თქმა უნდა, ოჯახისყველა წევრს საკუთარი მუსიკალური გემოვნება აქვს, მაგრამ თუ შევარჩევთყველასთვის საყვარელ მელოდიებს, ყველა დიდ სიამოვნებას და ენერგიისმოზღავავებას მიიღებს. ასეთი მხიარულება მშვენიერი საშუალებაა შვილებისსიახლოვისა და სიყვარულის მოსაპოვებლად. და საერთოდ, ოჯახის წევრების ერთადყოფნისთვის...
როდესაც მშობლები ბავშვს საკმაო ყურადღებას უთმობენ, ისინი თავს მართლაგანსაკუთრებულად გრძნობენს. ვცადოთ და მოვიფიქროთ რაიმე ერთობლივირიტუალი – ყოველდღიური ან ყოველკვირეული – მხოლოდ ჩვენთვის. ეს შეიძლებაძალიან მარტივი რამ იყოს: შაბათობით ერთად ვიაროთ საყიდლებზე. თუ რამდენიმეშვილი გვყავს, მაშინ ყოველი მათგანისთვის ცალკე რიტუალი მოვიფიქროთ.რიტუალები შეგვიძლია შევქმნათ შემდეგი მოქმედებებისგან: მაღაზიაში ან კაფეში ერთად წასვლა, სარეცხის გარეცხვა, ბურთის თამაში, ბაღის მოვლა, მანქანისგარეცხვა, სადილის შემდეგ გასეირნება, კერძის ერთად მომზადება, მოხუცი ნათესავის მონახულება...
დედებო და მამებო, გვახსოვდეს – მთავარია შვილების გვერდით ვიყოთ და რაღაც დროის მანძილზე მაინც მთელი ყურადღება მხოლოდ მათ დავუთმოთ, ცოტა ხნით დავივიწყოთ გადაუდებელი საქმეები, ვიფიქროთ ჩვენს შვილებზე...